ეკა სეფაშვილი არჩევნებში “ხალხის ძალის” და “ქართული ოცნების” ერთიანი სიით გასვლაზე: ვიმედოვნებ, რომ ამ არჩევნების შედეგად კოლექტიური ნაცმოძრაობა წარსულს ჩაჰბარდება
“ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში “ხალხის ძალისა” და “ქართული ოცნების” ერთიანი სიით მონაწილეობის შესახებ მედიასთან საუბრობს და განმარტავს, რომ ამ ორ ძალას შორის ღირებულებითი სხვადასხვაობა არ არის და არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობა სრულიად ლოგიკურია.