თურქეთში, ტყის ხანძრის გამო, იზმირის აეროპორტი დაიხურა.
Reuters-ის ცნობით, ფრენები ახლომდებარე ქალაქებიდან განხორციელდება.
როგორც ავიაკომპანია Pegasus-მა განაცხადა, იზმირის ადნან მენდერესის აეროპორტი დროებით დაიხურა და ფრენები ბოდრუმის აეროპორტში გადამისამართდა.
ადგილობრივი გუბერნატორის ოფისში აღნიშნავენ, რომ თურქეთმა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 7 თვითმფრინავი, 16 შვეულმფრენი და 35 სახანძრო მანქანა გაგზავნა.