დაჩი ბერაიასა და ანანია გაჩეჩილაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

დეპუტატ დაჩი ბერაიას, ოპოზიციის აქტივისტმა ანანია გაჩეჩილაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ვიდეოს ფრაგმენტი სოციალურ ქსელში ანანია გაჩეჩილაძემ თავად გაავრცელა. “დანარჩენი დამეზარა, მაღაზიის კამერაში ყველაფერი ჩანს”,- წერს გაჩეჩილაძე.

“აღშფოთებული მოქალაქეების უკან, ყოველთვის დგანან “ნაცმოძრაობის” ანუ, ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლების აქტიური პირები.

ეს პიროვნება არის ადამიანი, რომელმაც წმინდანების ხატები პრეზერვატივებზე გამოსახა და ამით ამაყობდა. როდესაც ასეთ ქმედებებს ჩადიხარ, საქართველოს სიყვარულსა და ერთგულებაზე როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ.

ესენი არიან პროვოკატორები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის არევას ცდილობენ და ემსახურებიან გლობალური ომის პარტიას, მათი მიზანია ქვეყანაში არეულობის მოწყობა და მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. თუმცა, ვერანაირი პროვოკაციით ამ მიზანს ვერ მიაღწევენ.

ჩვენ მყარად გავაგრძელებთ სხვლას კეთილდღეობისაკენ და ევროპული ინტეგრაციისკენ,”- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრი დაჩი ბერაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები