“კითხვები ხაზარაძეს შეიძლება, ადრეც ჰქონდა და ითმენდა როგორღაც, კიდევ რამდენიმე წელს მოითმენს” – გახარია
“მე არანაირი კითხვები ხაზარაძესთან არ მაქვს”, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
“სიმართლე გითხრათ, არც მქონია. ჩვენი ჩვენი გეგმით “ლელოსთან” მიმართებით ძალიან კარგად მივდივართ და უაღრესად კმაყოფილი ვარ იმით, რა კონდიციაში ის იმყოფება. იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ, როგორც რამდენჯერმე, ყველაფერს არ გააფუჭებენ და კითხვები არ მაქვს. კითხვები ხაზარაძეს შეიძლება, ადრეც ჰქონდა და ითმენდა როგორღაც, კიდევ რამდენიმე წელს მოითმენს. არანაირი პრობლემა არ არის”, – აღნიშნა გახარიამ.