არჩილ გორდულაძე – ოპოზიციას ეზარება პარლამენტში სიარული, მაგრამ ხელფასის აღება – არა

ოპოზიცია საქმის კეთების ბოიკოტშია, პარლამენტში სიარული ეზარებათ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ოპოზიციას ეზარება პარლამენტში სიარული, მაგრამ ხელფასის აღება – არა. იმ პრივილეგიით სარგებლობენ, რაც ხელფასის სახით გამოიხატება. პარლამენტში მოსვლა, დაჯდომა და რეალური საქმის კეთება, მსჯელობაში ჩართვა, დისკუსია ამ ხნის განმავლობაში მათი მხრიდან გახსოვთ?“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ინფორმაციისთვის, 14 მაისს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები