იენს სტოლტენბერგი: უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი ნატოს ახალი სამეთაურო ცენტრი მუშაობას სექტემბრიდან დაიწყებს

უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი ნატოს ახალი სამეთაურო ცენტრი მუშაობას სექტემბრიდან დაიწყებს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ სამეთაურო ცენტრი სექტემბერში ამოქმედდება. მისია 700 ადამიანისგან შედგება, რომელსაც სამვარსკვლავიანი გენერალი უხელმძღვანელებს.

ის უკრაინას უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერასა და დახმარებას აღმოუჩენს, ასევე, ნატოს მოკავშირეების ძალისხმევას კოორდინაციას გაუწევს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, გერმანიაში, ვისბადენში, ნატოს ახალი მისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა ვაშინგტონში გამართულ სამიტზე მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები