“ის პოლიტიკა, რომელზეც აგებულია დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა, არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ამ ქალაქში გადაადგილება გაუმჯობესდეს” – ბითაძე
“დღეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ იმ 9 ძირითად დერეფანში, რომელიც აუცილებელია სწრაფი გადაადგილებისთვის, უკვე მოძრაობს 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
“ის პოლიტიკა, რომელზეც აგებულია დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა, არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ამ ქალაქში გადაადგილება გაუმჯობესდეს როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე, კერძო საშუალებების გამომყენებელი ადამიანისთვის; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.
ეს არის ის რეგულაციები, რომლებიც ეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკას და ამასთან დაკავშირებით დღესაც მუშაობენ მერიაში”, – აღნიშნა ბითაძემ.
საგზაო მოძრაობის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.