გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარების განახევრებას გეგმავს

გერმანია მომავალ წელს უკრაინის სამხედრო დახმარების განახევრებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათი ცნობით, მთავრობის მიერ დამტკიცებული 2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უკრაინის დახმარება დაახლოებით 8 მილიარდი ევროდან დაახლოებით 4 მილიარდ ევრომდე მცირდება.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტი საბოლოო მიღებამდე კანონმდებლებმა უნდა დაამტკიცონ.

ინფორმაციისთვის, გერმანია უკრაინის მეორე უდიდესი სამხედრო დონორია აშშ-ის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები