ლიეტუვა ევროკავშირს მოუწოდებს, უარი თქვას რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე

ლიეტუვა ევროკავშირს მოუწოდებს, უარი თქვას რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მაისში ევროპამ, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, რუსეთიდან გაზის იმპორტი გაზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ძალისხმევის მობილიზება და მივიღოთ ზომები ენერგომომარაგების შემდგომი დივერსიფიცირებისთვის და რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის სწრაფად შეწყვეტისთვის. ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირებისა და განახლებადი ენერგიის სწრაფ განვითარებაში“, – განაცხადა ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ინგა ჯილიენემ.

ინფორმაციისთვის, რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირის მე-14 პაკეტშია შეტანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები