ესტონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლა აიკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ივლისის დასაწყისში ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა, რათა შეიზღუდოს ბელარუსის მონაწილეობის შესაძლებლობა უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიაში და თავიდან იქნეს აცილებული ბელარუსის მეშვეობით რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა.
ბელარუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიცავს აკრძალვას ევროკავშირში ბელარუსული სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც უწყებამ განმარტა, გამონაკლისი შეეხება ევროკავშირის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული მიზეზების გამო შესულ ან დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებს.
ამასთან, ლიეტუვის საბაჟოს განცხადებით, მიმდინარე წლის 18 ივლისიდან ქვეყანაში ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლაზე დაწესებული აკრძალვა ამოქმედდება – გამონაკლისი მხოლოდ დიპლომატიური ავტომობილებს შეეხება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ლიეტუვის ტერიტორიაზე მყოფმა ავტომობილების მფლობელებმა უნდა დატოვონ ქვეყანა ან ხელახლა დაარეგისტრირონ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები 2025 წლის 18 იანვრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ავტომობილებს ჩამოართმევენ.
ცნობისთვის, ლატვიამაც აკრძალა ბელარუსში რეგისტრირებული ავტომობილების ქვეყანაში შესვლა ქვეყნის ტერიტორიაზე, აკრძალვა 16 ივლისიდან ამოქმედდა.