“კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ბატონ ირაკლი შოთაძეს, რომლის წვლილი არის ძალიან დიდი პროკურატურის გამართულ ფუნქციონირებაში” – ოხანაშვილი

„ბატონო გიორგი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხრიდან თქვენ გაქვთ გამოცხადებული ნდობა, რომ არჩეულ იყოთ საქართველოს გენერალურ პროკურორად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე”, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გიორგი გაბიტაშვილს, რომელსაც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა.

“ასევე, ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ბატონ ირაკლი შოთაძეს, რომლის წვლილი არის ძალიან დიდი, პროკურატურის გამართულ ფუნქციონირებაში, ის, რომ დღეს პროკურატურა დაკომპლექტებულია მაღალი პროფესიონალი კადრებით და დღეს გამართულად მუშაობს კანონის სრული დაცვით პროკურატურა”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები