გიორგი უშიკიშვილი “ლელოს”, “ანა დოლიძე-ხალხისთვის” და “თავისუფლების მოედნის” გაერთიანებას შეუერთდა

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი “ლელოს”, “ანა დოლიძე-ხალხისთვის” და “თავისუფლების მოედანის” პოლიტიკურ გაერთიანებას შეუერთდა.

ის “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.

“ვფიქრობ, ყველამ უნდა გადადოს თავისი ამბიციები და, უპირველესად, ჩვენი ამბიცია უნდა უკავშირდებოდეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. სწორედ ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ ვდგები თქვენს გვერდით, რათა ჩემი, ჩემი შვილების და თქვენი შვილების მომავალი იყოს უკეთესი ჩვენს ევროპულ ოჯახში”, – განაცხადა უშიკიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები