რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი გენერალურ პროკურორს დღეს დაამტკიცებს
რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი გენერალურ პროკურორს დღეს დაამტკიცებს.
საპროკურორო საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრის შედეგად შერჩეულ გიორგი გაბიტაშვილს მმართველი გუნდი სრულ ნდობას უცხადებს.
რიგგარეშე სხდომა დღეისთვის არის ჩანიშნული. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიმართვის საფუძველზე მოიწვია.