კანონმდებლები რიგგარეშე სესიაზე დღეს შეიკრიბებიან
კანონმდებლები რიგგარეშე სესიაზე დღეს შეიკრიბებიან.
სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილის საფუძველზე მოიწვია.
ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რაზეც სხდომაზე ისაუბრებენ, ამნისტიის პროექტია.
მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ ეს პროექტი საქართველოს ევროსტანდარტებთან დააახლოებს, საპარლამენტო ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ნაბიჯი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.
სხდომა 18 ივლისის 12:00 საათიდან არის ჩანიშნული.