დონალდ ტრამპს ყოფილმა კონკურენტმა ნიკი ჰეილიმ მხარდაჭერა გამოუცხადა
დონალდ ტრამპი „რესპუბლიკური პარტიის“ ნაციონალურ ყრილობაში მონაწილეობას განაგრძობს.
შეკრების მეორე სამუშაო დღეს, ხუთი ნოემბრის არჩევნებში მხარდაჭერა მას ყოფილმა კონკურენტმა ნიკი ჰეილიმ გამოუცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ნიკი ჰეილიმ ტრამპს გამარჯვება უსურვა, თავის მომხრეებს კი მოუწოდა, რომ არჩევანი ტრამპზე გააკეთონ.
ინფორმაციისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობაზე დონალდ ტრამპი სიტყვით გამოვა.