დავით ქართველიშვილი: დაიწყო ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტების მზადება ოლიმპიური ჩემპიონების დაცინვა, შეურაცხყოფა, ბულინგის კამპანიის საწარმოებლად

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს მთავრობის მიერ ოლიმპიური ჩემპიონებისთვის 1 მილიონ ლარის გადაცემის დაპირებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ  ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტები ჯერ იმით იქნებიან დაინტერესებულები, რომ ოლიმპიური ჩემპიონი არ გვყავდეს, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაიწყებენ მის დაბულინგებას.

„წავიდა ადგილობრივი ლიბერალ-ფაშისტების მზადება: ჯერ „ჯადოების“, რათა საქართველოს არ ეღირსოს თავისი ოლიმპიური ჩემპიონი, ხოლო შემდგომში ამ მილიონების ღირსეული მფლობელების დაცინვა, შეურაცხყოფა, ბულინგის სამარცხვინო კამპანიის სახით…“, – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები