ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილში უხვი ნალექის მოსვლით გამოწვეულ მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, ჩამოწოლილმა მიწის მასამ ავტომობილი მოიყოლა, რომელშიც 16 ადამიანი იჯდა. 11 ადამიანის ცხედარი უკვე ნაპოვნია, ხოლო ხუთს ჯერ კიდევ ეძებენ.
აღსანიშნავია, რომ ვიეტნამის პრემიერ-მინისტრმა ფან მინ ჩინმა უკვე დაავალა ადგილობრივ ხელისუფლებას და შესაბამის უწყებებს რაც შეიძლება სწრაფად გაუმკლავდნენ სტიქიის შედეგებს და ახალი წყალდიდობებისა და მეწყრებისთვის მოემზადონ.
ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, სამაშველო ოპერაცია სტიქიის ზონაში გართულებულია, ვინაიდან უამინდობა ისევ გრძელდება.