ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯო ბაიდენს შეხვდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუმ თეთრი სახლიდან მიწვევა ოფიციალურად მიიღო.
ვიზიტის თარიღი ამ ეტაპზე მედიისთვის უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ შეხვედრა თვის ბოლოს არის დაგეგმილი.
ინფორმაციისთვის, ეს ბენიამინ ნეთანიაჰუს პირველი ვიზიტია ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც ის 2022 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნდა.