ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალი ხვალ გაიმართება

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალი ხვალ გაიმართება.

14 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები ითამაშებენ.

გადამწყვეტი მატჩი ბერლინში, ოლიმპიაშტედიუმზე ჩატარდება.

ინფორმაციისთვის, წელს ტურნირს მხოლოდ ერთი დებიუტანტი, საქართველოს ნაკრები ჰყავდა, რომელმაც პორტუგალიის ნაკრებთან მოგების გარდა, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიც დაძლია, სადაც მთავარმა ფავორიტმა და უკვე ერთ-ერთმა ფინალისტმა, ესპანეთმა მოუგო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები