ქეთევან კიკნაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

მსახიობი ქეთევან კიკნაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მეუღლის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს.

პანაშვიდზე კიკნაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ქართველი მსახიობი ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში 9 ივლისს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები