ირაკლი კირცხალია: ამნისტიის პროექტი ჰუმანურობაზე და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ნაწილია
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჰუმანურობაზე და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ნაწილია.
როგორც დეპუტატმა განმარტა, ამნისტიის პროექტს მომავალ კვირას კენჭი ეყრება.
„ყველას კარგად გვახსოვს 2012 წელს რა ფასეულობებითა და ღირებულებებით მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. ეს იყო ჰუმანურობაზე და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკა. ესეც ამ ჰუმანურობის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც ჩვენი გუნდის მიერ განხორციელდა. მომავალ კვირას ამნისტიის პროექტს კენჭი ეყრება“, – განაცხადა კირცხალიამ.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ „ამნისტიის პროექტი“ დააინიცირა.