“ცენტრებში განაწილებული აპლიკანტებიდან მასწავლებლის გამოცდაზე გამოცხადდა 80%-ზე მეტი გამოსაცდელი, ზოგადი უნარების გამოცდაზე კი 88%-მდე აბიტურიენტი” – გამოცდების ეროვნული ცენტრი

“დღეს მასწავლებლის გამოცდის მონაწილეები ფიზიკის, მუსიკის, სომხური ენისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდას აბარებენ, ხოლო აბიტურიენტები – ზოგადი უნარების გამოცდას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე”, – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“ცენტრებში განაწილებული აპლიკანტებიდან მასწავლებლის გამოცდაზე გამოცხადდა 80%-ზე მეტი გამოსაცდელი, ზოგადი უნარების გამოცდაზე კი 88%-მდე აბიტურიენტი.

ამ დროის მონაცემებით, სულ დაიგვიანა ერთმა გამოსაცდელმა.

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები მათემატიკის გამოცდით გაგრძელდება. პირველი სესიისათვის რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყება და 1 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები