“როცა საარჩევნო ბარიერს მიღმა დარჩებიან, იტყვიან, არჩევნები გაგვიყალბეს, თორემ ჩვენ ვიგებდითო” – ზარქუა
“როცა საარჩევნო ბარიერს მიღმა დარჩებიან, იტყვიან, არჩევნები გაგვიყალბეს, თორემ ჩვენ ვიგებდითო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
“ცალკე რომ იყავი, მხარდაჭერის ერთი პროცენტიც არ გქონდა. მელია რომ იყავი, საკუთარი პარტიიდან პანჩურით გაგაგდეს, ხაბემ ჩამოგაგდო და ასეთი კაცი პოლიტიკაში დარჩი – ხოდა რა პრეტენზია გაქვთ? ატყუებენ დონორებს, რათა წინასაარჩევნოდ დიდი ფული წამოიღონ, ჯიბეში ჩაიდონ და შემდეგ თქვან, ჩვენ ვეცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდაო”, – აღნიშნა ზარქუამ.