ტურისტული კომპანია Discover Georgia: ჩვენი კომპანიის მაგალითზეც სტატისტიკა საკმაოდ მზარდია
ჩვენი კომპანიის მაგალითზეც სტატისტიკა საკმაოდ მზარდია, როგორც შემომყვანი ისე გამყვანი ტურიზმის მიმართულებით, – აცხადებს ტურისტული კომპანია Discover Georgia-ს ხელმძღვანელი. ნინა კეკელიძის თქმით, საქართველოში დასვენებით ინტერესდებიან, როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებიდან.
„ძირითადი ქვეყნები, რომლებიც ჩვენთან შემოდიან და ჩვენ შეკვეთებს ვიღებთ, ესენია: ევროპის ქვეყნები და გააქტიურდა აზიის ქვეყნები. საკმაოდ აინტერესებთ და მნიშვნელოვანია ასევე კომბინირებული ტურები: საქართველო-სომხეთი-საქართველო-აზერბაიჯანი, რომლითაც საერთაშორისო ტურისტები ინტერესდებიან ევროპული ქვეყნებიდან“, – აცხადებს ნინა კეკელიძე.
Discover Georgia-ს ხელმძღვანელი განმარტავს რომ მნიშვნელოვანია, მზარდი ტურისტული მაჩვენებლები რაც გაქვს შევინარჩუნოთ, მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და ქვეყნიდან ბევრად უფრო კმაყოფილი ტურისტი გავუშვათ.
„სტატისტიკა მზარდია და ძალიან კარგი ციფრები გაქვს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს მზარდი ტენდენცია შევინარჩუნოთ. ახლა ზაფხულის ტურისტული სეზონის ცხელ ფაზაში ვიმყოფებით, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი წინ გაქვს და ზრდის ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ. თუმცა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ ტენდენციის შენარჩუნება, არამედ ხარისხობრივი, მაღალ გადამხდელუნარიანი ტურისტების მოზიდვაზე და მათ კარგ მომსახურებაზე ზრუნვა. იმისათვის, რომ ჩვენი მთავარი ნიშა იყოს არა ბევრი ტურისტი, არამედ ხარისხიანი მომსახურება და კმაყოფილი, უკან დაბრუნებული ტურისტი. ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცხელი სეზონის შემდეგ ასევე პრიორიტეტია, რომ შევინარჩუნოთ მზარდი ტენდენცია შემოდგომის და ზამთრის სეზონისთვის, ისევე როგორც ხარისხობრივი მაჩვენებელი და აქცენტი მხოლოდ ციფრებზე კი არ გავაკეთოთ, ციფრებიც თავისთავად მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ციფრებთან ერთად მნიშვნელოვანია ტურისტების კმაყოფილების ინდექსის დადგენა, თუ ქვეყანაში ჩამოსულ 3 მლნ-ზე მეტ ტურისტს როგორი კმაყოფილების ინდექსი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობისას. დავადგინოთ მომსახურების ხარისხის კუთხით რა გამოწვევები გაქვს და რაზე გვაქვს კვლავ სამუშაო, რათა უკეთ მოვახდინოთ ჩვენი ვიზიტორების, ტურისტების ხარისხიანი მომსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ტურისტებს საქართველოში ხელმეორედ დაბრუნების სურვილი გავუჩინოთ“, აცხადებს Discover Georgia-ს ხელმძღვანელი.