სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ი: წლის პირველი ნახევარი საკმაოდ დატვირთული იყო და განსაკუთრებული აქტიურობა ჩინეთის, ინდოეთის და გალფის ქვეყნების ბაზრებიდან შეინიშნებოდა

მოლოდინი გაქვს, რომ უფრო მეტ სტუმარს მივიღებთ და დატვირთულობა გაიზრდება, – ამის შესახებ სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს. თათია ჩიკვაიძე ამბობს, რომ სასტუმროს მაგალითზე წლის პირველი ნახევარი საკმაოდ დატვირთული იყო და განსაკუთრებული აქტიურობა ჩინეთის, ინდოეთის და გალფის ქვეყნების ბაზრებიდან შეინიშნებოდა.

„მიმდინარე წლის 6 თვეში საკმაოდ დიდი დაინტერესებაა ჩინეთიდან, ინდოეთიდან, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო პირდაპირმა ავიარეისებმა და სავიზო რეჟიმის გამარტივებამ. შესაბამისად ამ სეგმენტზე საკმაოდ დიდი დატვირთვა მოდის და ასევე დიდია ინტერესი გალფის ქვეყნებიდან. ინტერესი საკმაოდ მაღალია, ჯავშნები საკმაოდ აქტიურად შემოდის შემდეგ თვეებზეც. წლის ბოლომდე ველოდებით ამ ბაზრებიდან კიდევ უფრო გააქტიურებას“, – აცხადებს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათია ჩიკვაიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები