დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: ნატოს სამიტი სიგნალი უნდა იყოს რუსეთისთვის

ნატოს სამიტი სიგნალი უნდა იყოს რუსეთისთვის, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული სამიტი ალიანსის წევრებისთვის შესაძლებლობაა, გაერთიანდნენ, განამტკიცონ თავიანთი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით უკრაინაზე ბოლო თავდასხმის ფონზე, და ერთიანად გაუწიონ წინააღმდეგობა რუსეთის აგრესიას.

„ჩემი გზავნილი ძალიან, ძალიან მკაფიოა, რომ ნატოს ეს სამიტი არის შესაძლებლობა მოკავშირეებისთვის, ერთად დადგნენ, გააძლიერონ თავიანთი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ამ ბოლო შემზარავი თავდასხმის ფონზე, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – დასძინა მან.

სტარმერის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში საავადმყოფოზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, რუსეთისთვის სიგნალი ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

„მოხარული ვარ, რომ შემიძლია, დავადასტურო ლეიბორისტების ძლიერი მხარდაჭერა, ურყევი მხარდაჭერა ნატოს მიმართ“, – განაცხადა სტარმერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები