“ჩვენ ისევ იმ აზრზე ვართ, რომ უნდა მოხდეს კიდევ უფრო მეტად გაერთიანება” – “ახალის” წევრი
“არ დასრულებულა მოლაპარაკებები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. ჩვენ ისევ იმ აზრზე ვართ, რომ უნდა მოხდეს კიდევ უფრო მეტად გაერთიანება”, – ამის შესახებ პარტია “ახალის” წევრმა ალექსანდრე წერეთელმა ისაუბრა.
“ეს გაერთიანებები ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ, ჯერ ერთი, ნაკლები ხმა დაიკარგება და მეორე არის ის, რომ ბევრად უფრო კოორდინებულად შევძლებთ ხმების დაცვას”, – აღნიშნა წერეთელმა.