“16 ივლისს გვექნება საშუალება, კომიტეტზე განვიხილოთ ის კანდიდატები, რომლებსაც საპროკურორო საბჭო წარმოუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად” – ვოლსკი

გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს განახლდება – მოუსმენენ სალომე ჯანუაშვილსა და პაატა შავაძეს.

ფარული კენჭისყრის შედეგად, საბჭო 11-დან სამს შეარჩევს და, ამის შემდგომ, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.

“საპროკურორო საბჭო დაასრულებს თავის საქმიანობას და უკვე 16 ივლისს ჩვენ გვექნება საშუალება, კომიტეტზე განვიხილოთ ის კანდიდატები, რომლებსაც საპროკურორო საბჭო წარმოუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად”, – აცხადებს პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები