“ნაცმოძრაობის” წევრმა დავით ჩხობაძემ მიხეილ სარჯველაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
რადიკალების სამიზნე ამჯერად ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გახდა.
სიტყვიერი შეურაცხყოფა მინისტრს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით ჩხობაძემ მიაყენა.
მომხდარს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რადიკალების მიერ განხორციელებულ მსგავს ინციდენტებზე დუმილი ძალადობის წამახალისებლად იქცა.