“რაც გინდა რებრენდინგი აკეთონ, სახელები გადაარქვან პარტიას, ეს შედეგს და მათ წარსულს არ ცვლის” – კირცხალია

“ისინი წარმოადგენენ ერთ ორგანიზმს, რასაც ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა”, – ასე აფასებს მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი კირცხალია ოპოზიციური პარტიების ნაწილის გაერთიანებას წინასაარჩევნოდ.

“რასაც ახლა საზოგადოება და ჩვენ ვუყურებთ ეს ბოლო დღეებია, რაც მათ რიგებში ვითარდება – ცენტრებად დაშლა, ცალკეულ პარტიებად გადაჯგუფება, – ეს არის, ჩვენი აზრით, მხოლოდ შიდა დაპირისპირებების, განსხვავებების და შიდა ურთიერთობების ბრალი, საბოლოო ჯამს ეს არ ცვლის. რაც გინდა რებრენდინგი აკეთონ, სახელები გადაარქვან თავის პარტიას, ეს შედეგს და მათ წარსულს არ ცვლის,” – აღნიშნავს კირცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები