მეთიუ მილერი: ევროკავშირმაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა

ევროკავშირმაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და ამაზე უფრო კომპეტენტურად კომენტარის გაკეთება მათ შეუძლიათ. თუმცა ვიცი, რომ მათ ნათლად თქვეს, ისევე როგორც ჩვენ ნათლად ვთქვით, როდესაც საქმე საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ეხება, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა“, – აღნიშნა მილერმა.

რაც შეეხება, საქართველოსთან აშშ-ის ურთიერთობების შესახებ დასმულ კითხვას, მილერმა თქვა, რომ ვაშინგტონში საქართველოსთან ურთიერთობების „გადახედვა გრძელდება“.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი დემოკრატიული განსხვავებული აზრის ჩახშობას. ჩვენ არა ერთხელ აღვნიშნეთ ეს. ეს არის ის, რასაც ამდენი ხანია, ვამბობთ, რომ ამ კანონის მიღებას გამოიყენებენ ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს არის საქართველოს ხელისუფლების შემაშფოთებელი ქცევის მოდელი, რომლის შეცვლისკენაც მოვუწოდებთ“, – განაცხადა მილერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები