“ერთადერთი, რაც შეიძლება, მათი გაერთიანების საგანი იყოს, არის ვიწროპარტიული და ფინანსებზე გამავალი ინტერესები” – დავით მათიკაშვილი
“ერთადერთი, რაც შეიძლება, მათი გაერთიანების საგანი იყოს, არის ვიწროპარტიული ინტერესები, ფინანსებზე გამავალი ინტერესები, რომლებიც აქვს “ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა დაჯგუფებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
“ასე რომ, ისინი ცალ-ცალკე იქნებიან, თუ ერთიან პლატფორმას მოძებნიან, ამით ფიასკო, რომელიც მათ საპარლამენტო არჩევნებზე ელოდებათ, ისევე, როგორც მთლიანად კოლექტიურ “ნაცმოძრაობას,” ამით ვერ შეიცვლება”, – აღნიშნა დეპუტატმა.