ილია დარჩიაშვილი ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო სამიტს ესწრება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო სამიტს ესწრება.

აღნიშნულს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

“ვაშინგტონი ნატოს 75-ე, საიუბილეო სამიტს მასპინძლობს. მოხარული ვარ, რომ საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, ესწრება ასეთი მნიშვნელობის ღონისძიებას. ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ერთგული პარტნიორი,” – წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.

https://x.com/iliadarch/status/1810678086595162475?s=46&t=AguCffwPaBNZHFuI9Jv6Hw

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები