“მთავარი პრიორიტეტები [ევროკავშირისთვის] არის სახელმწიფოზე ზეგავლენის მოხდენა” – ქადაგიშვილი
“მთავარი პრიორიტეტები [ევროკავშირისთვის] არის სახელმწიფოზე ზეგავლენის მოხდენა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
“თავდაცვისუნარიანობა, ჯარი – მთავარი არ არის. მთავარია ლომჯარიები, გიგაურები… და ეს ყოვლად გაუმჭვირვალე საზოგადოება იქნება თუ არა ჰიბრიდული ჩარევის იარაღი ქართულ არჩევნებში.
რას იგებენ ამით, უბრალოდ, ძნელი განსასაზღვრია. ვერ იცნობენ ქართულ საზოგადოებას.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი პრიორიტეტები კი არ შეცვლილა, უბრალოდ, როდესაც ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცავით, გარკვეულ ძალებს ეს არ მოეწონათ”, – განმარტა ქადაგიშვილმა.