“ჩვენ არ შევედით რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში – ეს აღმოჩნდა ბევრისთვის გამაღიზიანებელი” – ქადაგიშვილი

“არც მოლდოვაში, არც უკრაინაში, ფაქტობრივად, ოპოზიციური მედია არ არსებობს. საუბარიც არ არის ამაზე, პოლიტიკური შედარება რომ ადვილად დავანახოთ საზოგადოებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “დღის ქრონიკაში” განაცხადა.

“უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩვენი პოზიცია გარკვეული ძალებისთვის არის მიუღებელი. ჩვენ კი დავუჭირეთ უკრაინას ბოლომდე მხარი, დავგმეთ რუსეთის აგრესია, ვიცავთ საერთაშორისო სანქციებს პირნათლად – განსხვავებით ევროკავშირის ქვეყნებისაგან, რომლებიც რუსეთთან მაინც ვაჭრობენ ფარულად; მაგრამ ჩვენ არ შევედით რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში – აი, ეს აღმოჩნდა ბევრისთვის გამაღიზიანებელი. ამიტომ, საბაბი ყოველთვის მოიძებნა იმისთვის, რომ საქართველოსთვის ხან მეიდანი მოეწყოთ, ხან კი სხვადასხვა სახით დაპირისპირებოდნენ”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები