“რისი გამკეთებელია გვარამია ან ის, ჩემმა „ხაბემ“ საკუთარი პარტიიდან რომ ჩამოაგდო?” – ირაკლი ზარქუა

„გირჩი – „ჩახდილები“, „დროა“ რუსული ფულით დაფინანსებული და ზონდერ პროკურორი გვარამია პოზიციონირებენ, რომ ახალი გუნდი, ახალი პლატფორმა არიან, რაც ბლეფია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

“თუ გინდათ, ექსპერიმენტი ჩავატაროთ და ათი კაცი გავაჩეროთ, ვკითხოთ, გვარამია და მელია ასოცირდებიან ახალ სახესთან თუ „ნაცებთან“, „გირჩი – „ჩახდილი“ ჯაფარა ასოცირდება „ნაცებთან“, თუ ახალ სახესთან ისევე, როგორც ხოშტარია ასოცირდება „ნაცებთან“ და რუსებთან, თუ ახალ სახესთან? მგონი, დონორებს ატყუებენ და ჰგონიათ, რომ დიდ ფულს წამოიღებენ. რისი გამკეთებელია გვარამია ან ის, ჩემმა „ხაბემ“ საკუთარი პარტიიდან რომ ჩამოაგდო? საკუთარი პარტიიდან რომ ჩამოგაგდებენ და შემდეგ პოლიტიკაში დარჩები – რა ხარ?!”, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები