„მათზე სერიოზულად როგორ უნდა ილაპარაკო, აგდებულად უნდა ილაპარაკო” – ზარქუა “ნაცმოძრაობაზე”
„მათზე სერიოზულად როგორ უნდა ილაპარაკო, აგდებულად უნდა ილაპარაკო. ნეტა, ბელადმა იცის, მის პარტიას სახელი რომ გადაარქვეს?”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
“ამ სახეებით და თითქოსდა განახლებული სახეებით არაფერი იცვლება. „ნაცი“ „ნაცად“ რჩება, გინდ მას წინ ორიანი მიუწერე და გინდ ხუთიანი, მაინც ნაცები არიან თავიდან ბოლომდე. ხუთია მათი ციფრი და ნაცია მათი სახელი. რაც შეეხება დიმა ჩიქოვანის წასვლას, შიგნით დაპირისპირებაა, აბა, ჩემი „ხაბე“ რატომ ჩააჩოჩეს“, როგორც ჩანს, კეზერამ დაფინანსებაზე უარი თქვა, ლუზერების დაფინანსება არ უნდა, ბიზნესმენია და მათთვის მოპარული ფული არ ემეტება. შიგნით ბრძოლაა გავლენებისთვის. ბოდიში და სულ ფეხებზე ჰკიდიათ ქართველი ხალხის ინტერესები, მთავარია, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია”, – აღნიშნა დეპუტატმა.