ნიკა გვარამია: შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა მოლაპარაკებები გაგრძელდება და არა მხოლოდ „ლელოსთან“
პარტია “ახალის” თავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ “ლელოსთან” შეთანხმება ვერ მოხერხდა თუმცა, მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება.
„ლელო“ ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად. მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის, ამიტომ, ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ცხადია, არ იკეტება ამით პროცესი. ბუნებრივია, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და არა მხოლოდ „ლელოსთან“. საკმარისი დრო ჯერ კიდევ არის. დღევანდელი განაცხადის შემდეგ ჩვენ ერთიან კამპანიას დავიწყებთ და დავიწყებთ საქართველოს მოსახლეობასთან საუბარს იმაზე, თუ როგორ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და როგორ წავიყვანოთ ყველამ ერთად ქვეყანა წინ. მინდა ყველა ოპოზიციურ ძალას, ვინც ამ გაერთიანებაში არის და არ არის ერთიან საქმეში, ვუსურვო წარმატება. ეს ჩვენთვის ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენი ერთობა ემყარება პრინციპებს: საქართველოს დასავლური საზოგადოების წევრობა, არ თანამშრომლობა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან არცერთი ფორმით და ოპოზიციური კოორდინაცია, ერთმანეთზე თავდაუსხმელობა“, – განაცხადა გვარამიამ.