ბექა დავითულიანი ოპოზიციის გაერთიანებაზე : სახელის ცვლილებით, მათი შანსები არ შეიცვლება, ბეთქილი რომ დავირქვა, რა შეიცვლება ჩემში?
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ახალი პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელის ცვლილებით, მათი შანსები არ შეიცვლება.
„ალბათ ფიქრობენ, რომ ცოტა მაინც ჩამოირეცხავენ იმ მძიმე მემკვიდრეობას, რაც აქვთ თუმცა ეს არაფერს შეცვლის. ბექა მქვია და ბეთქილი რომ დავირქვა, რა შეიცვლება ჩემში? – არაფერი“, – განაცხადა დავითულიანმა.