“ვზრუნავთ იმისთვის, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ, ვზრუნავთ – რათა საქართველო ომის ქარცეცხლში არ გაეხვეს” – ვოლსკი
“როგორ შეიძლება, ერთი მხრივ, კარგი რეიტინგი გქონდეს, ევროკავშირის და ნატოს წევრ არაერთ ქვეყანას წინ უსწრებდე და, მეორე მხრივ, დემოკრატიას აზიანებდე იმით, რომ გამჭვირვალობას ითხოვ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“თუ 30 მილიონს საქართველოს ჯარში გასატარებელ ღონისძიებებს გამოართმევ და ლომჯარიასა და გიგაურს გადასცემ, რასაკვირველია, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც პირდაპირი მხარდაჭერა იმისა, რაზეც რადიკალურ ოპოზიციას ტაშ-ფანდური აქვთ ატეხილი.
როდესაც ევროკავშირი ასეთ განცხადებას იმის გამო აკეთებს, რომ გავბედეთ და გამჭვირვალობაზე საუბარი დავიწყეთ, არ მგონია, ეს ევროკავშირის მხარეს იმ ნიშნით ახასიათებდეს, რის გამოც ჩვენ ევროკავშირში გაერთიანება გვინდა.
ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ, ვზრუნავთ – რათა საქართველო ომის ქარცეცხლში არ გაეხვეს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.