“თქვენ, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს მეგობარი უნდა იყოთ” – ზარქუა პაველ ჰერჩინსკის
“მიუღებელია და ცუდია”, – ასე აფასებს მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებას, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.
“თქვენ, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს მეგობარი უნდა იყოთ”, – აღნიშნა ზარქუამ პაველ ჰერჩინსკის მისამართით.