გავრცელებული ინფორმაციით, “ნაცმოძრაობა” რამდენიმე წევრმა დატოვა
გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე წევრმა დატოვა.
საერთო საკომუნიკაციო ჯგუფი დატოვეს კეზერაშვილის ცოლის ძმამ, დიმიტრი ჩიქოვანმა და ზაზა გოგავამ – შესაბამის ფოტომტკიცებულებას “ქრონიკა” ავრცელებს.
მათივე ცნობით, “ნაციონალური მოძრაობა” ერთადერთი პარტია არ არის, რომელიც ახლა დაშლის ზღვარზეა. გახარიას პარტიაში “ქრონიკას” განუცხადეს, რომ მათ “ლელოს” გადარჩენა სურდათ, თუმცა, პარტიის წარმომადგენლობის თქმით, “ლელომ” არჩევანი “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთ განშტოებაზე გააკეთა.