არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტის გარეშე მსჯელობენ

არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტის გარეშე მსჯელობენ.

ღონისძიება საქართველო ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა.

კადრების გადაღების შემდგომ, მედიის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს. თუმცა, ორგანიზატორების მტკიცებით, ღონისძიება დახურული არ ყოფილა.

“არ არის დახურული, ამაზე ღია შეხვედრა სად გინახავთ. მერე იქნება სამუშაო ჯგუფები, 4 ჯგუფად დაიყოფა. გადიან სხვადასხვა ოთახში და ასეთ რამეებზე ჟურნალისტების დასწრება არ ხდება”, – აცხადებს ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს”აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ხუციშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები