“სწორედ არასამთავრობო სექტორი არის მათი ბრძოლის რბილი იარაღი” – ქადაგიშვილი ევროკავშირზე

“ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რეალურ შინაარსს, თუ რა სურთ, ამ შემთხვევაში, ამ ძალებს. მათ არ აინტერესებთ საქართველოს, კონკრეტულად შეიარაღებული ძალების რეალური დახმარება. ეს არ არის მათი პრიორიტეტული ამოცანა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.

“სწორედ არასამთავრობო სექტორი არის მათი ბრძოლის რბილი იარაღი, რასაც აშკარად იყენებენ. აქედან გამომდინარე, ნათელი ხდება, რომ მათ არასამთავრობო სექტორი ჰყავთ არა სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად, არამედ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები