“არ ვიცი, კეზერაშვილის გარდა, ვის აქვს ამხელა ფინანსური რესურსი, რომ წინასაარჩევნოდ მათი მადის დაკმაყოფილება შეძლოს” – დავითულიანი ენმ-ზე

„გუშინ სასაცილო განახლება მოახდინეს. რა განახლდა?”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ბექა დავითულიანმა ოპოზიციური პარტიების ნაწილის გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

“დიმა ჩიქოვანის წასვლა ნიშნავს, რომ მათ კეზერაშვილის მხრიდან დაფინანსება არ ექნებათ და მათი დაფინანსება კიდევ უფრო საიდუმლო, არალეგალური გახდება. არ ვიცი, კეზერაშვილის გარდა, ვის აქვს ამხელა ფინანსური რესურსი, რომ წინასაარჩევნოდ მათი მადის დაკმაყოფილება შეძლოს. როგორც ჩანს, ვიღაც სხვა ცდილობს, კეზერაშვილის ნაცვლად, პარტია ხელში ჩაიგდოს”, – აღნიშნა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები