ვისურვებდი, რომ ჩვენ ვკონცენტრირდეთ მნიშვნელოვან საკითხებზე – თინა ბოკუჩავა ენმ-ში მიმდინარე ცვლილებებზე
“ნაციონალური მოძრაობა” ერთიანია და კონცენტრირებულია არჩევნებზე, რომელიც ერთგვარ რეფერენდუმად არის ქცეული, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა საუბრობს.
მის განმარტებით, პარტია გუნდურად ქვეყნის საერთო ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
“მე ვისურვებდი, რომ ჩვენ ვკონცენტრირდეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა დგას ასეთ გზაგასაყარზე – არჩევნების წინ, რომელიც ივანიშვილმა ერთგვარ რეფერენდუმად აქცია რუსეთსა და საქართველოს შორის. ჩვენ სწორედ ამაზე ვართ კონცენტრირებულები.
ჩვენ ვართ ერთიანი, ვმოქმედებთ გუნდურად, ქვეყნის საერთო ინტერესში. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.