„ოპოზიციის მიერ პარტიული კვლევების გამოქვეყნება არის არასწორი და საერთოდ ამოგლეჯილია სიტუაციიდან” – ვაშაძე
„ოპოზიციის მიერ პარტიული კვლევების გამოქვეყნება არის არასწორი და საერთოდ ამოგლეჯილია სიტუაციიდან, რადგან, სამწუხაროდ, არღვევენ ამას ჩვენი ოპოზიციური კოლეგები, რომ კვლევები არ უნდა გამოქვეყნებულიყო”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან ბრალდებებს, ღიად და პირდაპირ გეუბნებით, მე ამ მეწვრილმანეობაში და ურთიერთბრალდებებში არ შევალ. ერთიანობა, ერთიანობა და ერთიანობა. ბოკერიასაც უთხარით, როცა გეტყვით ამ სისულელეებს”, – აღნიშნა ვაშაძემ.