“უკანასკნელი წლებია, საქართველო ცდილობს, დაიცვას თავისი ინტერესები და განაგრძოს წინსვლა ევროპის მიმართულებით” – დავითულიანი
“უკანასკნელი წლებია, საქართველო ცდილობს, ერთდროულად დაიცვას თავისი ინტერესები და განაგრძოს წინსვლა ევროპის მიმართულებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
“სამწუხაროა, რომ თავდაცვის ბიუჯეტს აკლებენ და სურთ სამოქალაქო სექტორში ამ თანხების გადასროლა და ამის საბაბად სახელდება ის კანონი, რომელიც იქნა მიღებული. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს, ეს ტყუილია. ამით აზიანებენ არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ თავიანთ ინტერესებსაც დასავლეთის მიმართულებით”, – აღნიშნავს დავითულიანი.