“საქართველომ ნატოსთან მიმართებით რომელი გამოცდა ვერ ჩააბარა? დოკუმენტი წარმოადგინონ” – მაჭარაშვილი
“საქართველომ ნატოსთან მიმართებით რომელი გამოცდა ვერ ჩააბარა? დოკუმენტი წარმოადგინონ, რომელი გამოცდა ვერ ჩავაბარეთ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“რა საფუძველი არსებობს, რომ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უარი უთხრან? რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომ, ერთი მხრივ, წვრთნებს აჩერებენ, მეორე მხრივ, საქართველოს იწვევენ, როგორც ასპირანტ ქვეყანას, სწორედ ეს არის ქვეყნის მიმართ უსამართლო მიდგომა, რომ ტრადიციული ცხოვრება დავთმოთ და ლგბტ ცხოვრებას „მივაწვეთ“, სუვერენიტეტი უარვყოთ და სუვერენიტეტის გასაღები სხვა ქვეყანას ჩავაბაროთ”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.