„ნაცების“ სიაში რომ წერიხარ და „ნაცობა“ გიტყდება, ეს გამარჯვების ფორმულა ვერ იქნება” – იაგო ხვიჩია
“ნაცების“ სიაში რომ წერიხარ და „ნაცობა“ გიტყდება, ეს გამარჯვების ფორმულა ვერ იქნება”, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
“ნაცმოძრაობის“ მიერ წარდგენილი ახალი კანდიდატების გამოსვლები ვნახე, რომლებმაც თქვეს, რომ „ნაცები“ არ ვართო, ზოგმა ისიც კი თქვა, აპოლიტიკური ვარო. ეს ხდებოდა პოლიტიკური პარტიის ყრილობაზე, სადაც დიდი ხუთიანის ქვეშ პარტიული საკითხები განიხილებოდა. ახალი ლიდერები მოიყვანეს, რომელთაც „ნაცობა“ უტყდებოდათ. ეს ხალხი გონიერი ყოფილა, მიხვდა, ასეთ დროს პარტიიდან წასვლა სჯობს და არა დარჩენა, რადგან როგორ შეიძლება, ხალხის მოლოდინი ისეთი სახეებით გააცრუო, რომელთაც „ნაცობა“ უტყდებათ”, – განმარტა ხვიჩიამ.